31 March, 2009

Summer With Anna Järvinen



ხოდა რა ხდებოდა დღეს? ლენდმარკმა გადაინაცვლა რადიოში სადაც მისცა ინტერვიუ და ჩაწერა რამოდენიმე სიმღერა აკუსტიკურად (radiospot.ge -სთვის). როგორც ერთხელ კონცერტზე გაგვიმართლა, ამჯერადაც ჩაქვრა შუქი, თუმცა ცოტა ხნით.

საათის ისრები დავატრიალოთ უკან... კვირას ხომ რეპეტიცია გვქონდა:



სვამ ჩაის, უწევ vox-ის კომბის ხმას ბოლომდე და გახსენდება, რომ უნდა მოუმატო reverbs და delays


(ესეც დათოს გიტარა და მე მიკროფონის შტატივთან)

ამ ორი კომპონენტის მომატების დროს, სურათიც სახეშეცვლილი გხვდება. ვმუშაობდით საკონცერტო intro-ზე და მგონი საკმაოდ საინტერესო, წუთ-ნახევრიანი, შესავალი გამოგვივიდა. ამ ბლოგზე დავაგდებთ რაღაც ჩანახატებს, რომლებსაც ჩავიწერთ მპ3-პლეიერის მიკროფონით - ხარისხი რა თქმა უნდა იგივე იქნება რაც ტელეფონის საუბარი თბილისს და ბაკელეს შორის, მაგრამ რაღაც მცირე წარმოდგენას მაინც შეუქმნის მსმენელს სიახლეზე. რაც შეეხება რადიო-ლაივს და ინტერვიუს, ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ ამ ჩანაწერებსაც ავტვირთავთ მსურველებისთვის გადმოსაწერად.

Astro Intro

- bASK

1 comment:

  1. reverb da delay ras shveba ar vici mara me ki avuwie dinamikebs da es txrts txrts xmebic davikide da ise vusmen . magria

    ReplyDelete