09 April, 2009

Work In Pro-grss


ხო კვირას ჩავწერეთ ისევ იმ ჩვენი პატარა მპ3 პლეიერით ორი სიმღერა რომელიც ბევრმა არ იცის.ნორზენ ლაითს-ჩვენი ახალი დრამერის გიგის მოსვლის მერე ნაწილებრივ შევცვალეთ,მეორე კიდე პირველად რადიოში დავუკარით და ამ ვერსიაში დრამი დავუმატეთ.მოკლედ იმათ ვინც იტანს საშინელ ჩანაწერებს:

Work In Pro-grss 1


Work In Pro-grss 2

08 April, 2009

მესაყვირევ, დაიყვირე !!!


მოკლედ, ძალიან გვინდა ჯგუფს შევმატოთ ინსტრუმენტები. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მესაყვირე გვჭირდება, ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, თუ რომელიმე უკრავთ საყვირზე, ან თუ გყავთ ნაცნობი, რომელიც საყვირზე უკრავს, მოგვწერეთ აუცილებლად და ვითანამაშრომლოთ. პრინციპში, ტრომბონიც გამოდგება, ან ვალტორნა, ან რა ვიცი, რაც გაქვთ და რაზეც უკრავთ, ყველაფრის გამოყენება შეიძლება.



არა მარტო ჩასაბერ საკრავებს, სხვა სახის ინსტრუმენეტებსაც სიამოვნებით დავიმატებთ, ერთი სიტყვით, ვინც რამეზე უკრავთ და ვისაც სურვილი გაქვთ ჩვენთან დაკვრის, აუცილებლად შეგვეხმიანეთ.



ან თუ არ უკრავთ, არც ინსტრუმენტები გაქვთ, მაგრამ უბრალოდ სურვილი გაგიჩნდათ ლეპტოპი გვიყიდოთ, არ არის პრობლემა, ეგეც ძალიან გაგვახარებს.




:):

04 April, 2009

შაბათის მოკლე მიმოხილვა


ეს ამოჭრილი კადრი ვიდეოდან M.M.L.-იდან,radiospot-ში რომ გადავიღეთ(მთლიანი ვიდეო ჯერ ჩვენც არ გვაქვს).ხოდა ვუყურებ ჩემ თავს და ვფიქრობ,ეს ბებერი ვინ არის?და რაღაც ძველი ფოტო გამახსენდა - ხშირად უმიზეზოდ გაბრაზებული ვიღვიძებდი ბავშვობაში...


დღეს კიდე, შევედით სარეპეტიციოში და შნურები დაჭრილი,გამაძლიერებლები კიდე გადამწვარი დაგვხვდა.ბევრი ვიფიქრეთ,დინამიკების გამოცოცხლების ყველანაირი ვარიანტი ვცადეთ,ნერვებზე ავიშალეთ...დაწყნარების მიზნით დრამზე დავუკარი და იმაში მაინც გაგვიმართლა "რაბოჩი" რომ არ ჩავხიე.

03 April, 2009

Radio Live And დათვი?!

Landmark - თეთრი დათვი სონგ (High MOuntain Version)


მოკლედ დათვი გაგვიბანძეს,ან რავი,პირიქით?ელექტროდან ჩონგურზე გადავიდე?ტექსტს რომ ვუსმენ თან მეცინება,რავი მე სადაურია ეს ვინც მღერის,მაგრამ ალბათ ხევსური ბასკია (ირონია)

ესეც მთლიანი რადიო გადაცემა გადმოსაწერად

Radio Live & Interview

- bASK

01 April, 2009

1 April, 22:00 - radiospot.ge - Radiolive and Interview


დღეს, 1 აპრილს 22 საათზე radiospot.ge-ს ეთერში გავა ჩვენი ინტერვიუ და აკუსტიკური რადიოლაივი. ეს გადაცემა რადიოს ვებ-გვერდზეც დაიდება და გადმოწერის საშუალებაც იქნება.
ნუ, ვინც დღეს ვერ მოუსმენთ, ბლოგზეც დავდებთ ამ გადაცემის ჩანაწერს და უპრობლემოდ შეგეძლებათ გადმოწერა და მოსმენა.


:):